გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლებმა მარნეულის საზაფხულო სკოლაში ლექციები გამართეს

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლებმა მარნეულის N2-ე საჯარო სკოლის მიერ ორგანიზებული საზაფხულო სკოლის მოსწავლეებისათვის ლექციები გამართეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრიდან აცნობეს, საზაფხულო სკოლა, რომელიც 2017 წლიდან რეგულარულად ფუნქციონირებს, ძირითადად ეთნიკური უმცირესობებითაა წარმოდგენილი.

როგორც ცენტრში აცხადებენ, 2019 წელს სკოლაში ჩატარებული ღონისძიებები სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად გარემოსდაცვით პრობლემატიკასაც მიეძღვნა.

მათივე ინფორმაციით, ცენტრის წარმომადგენლები ორი დღის განმავლობაში თეორიული და პრაქტიკული აქტივობებით სკოლის მოსწავლეებს ინფორმაციას აწვდიდნენ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, როგორებიცაა: ზოგადი გარემოსდაცვითი პრობლემები, გაუდაბნოება და ნიადაგის დეგრადაცია, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება, ნარჩენების მართვა და ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობა.

„სეზონისა და მუნიციპალიტეტის სპეციფიკის გათვალისწინებით, სკოლის მოსწავლეებს ასევე ჩაუტარდათ ინტერაქციული ლექცია-სემინარი ქვეწარმავლების შესახებ. მათ ინფორმაცია მიიღეს ქვეწარმავლების მნიშვნელობაზე, მათთან მოქცევის წესებზე და გაეცნენ გველების საქართველოში გავრცელებულ სახეობებს. სკოლის მოსწავლეებს ასევე დაურიგდათ საინფორაციო ბროშურები, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი ქვეწარმავლებთან ქცევის რეკომენდირებული და არარეკომენდირებული წესები“, - აღნიშნულია ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო