ეკა ბესელია ვანო ზარდიაშვილს ეთიკის საბჭოში უჩივლებს

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია უმრავლესობის წევრის ვანო ზარდიაშვილის წინააღმდეგ ეთიკის საბჭოს მიმართავს. ამის შესახებ ეკა ბესელიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც ცნობილია, ვანო ზადიაშვილს ეთიკის საბჭოს წინაშე განმარტებების გაკეთება მოუწევს როგორც დღეს გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც ბესელია ე.წ.ვირთხას შეადარა, ასევე სხვა დროს საჯარო სივრცეში გაჟღერებულ შეურაცხმყოფელ ფაქტებზე.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა, მისი ყოფილი თანაგუნდელი, დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია „ქართული ოცნებიდან“ ინფორმაციის გამოტანაში დაადანაშაულა და მას ე.წ.ვირთხა უწოდა.

ეკა ბესელია არის ე.წ. ვირთხა, რომელსაც ნოდარ მელაძესთან გაჰქონდა ინფორმაცია”, - აღნიშნა ვანო ზარდიაშვილმა.

ეთიკის საბჭოს პირველი სხდომა, სავარაუდოდ, საშემოდგომო სესიის დაწყების შემდგომ გაიმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა