გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 24 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდებაროგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, შეზღუდვა შეეხება, მთაწმინდის რაიონს, კერძოდ: გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ათონელის, ფხოვის, თაბუკაშვილის, ფურცელაძის, ხაზინის და პუშკინის ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 18:00 საათამდე კი შეზღუდვა შეეხება: გოგებაშვილის, გუნიას, შანიძის, ერეკლე ტატიშვილის, კერესელიძის, გალის, თერგის, ჯანაშიას, ბარნოვის, ყაზბეგის, შოთა მილორავას, ბელინსკის, პეტრიაშვილის, ალექსი მაჭავარიანის, ზანდუკელის, გუდაურის, ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას, თარხნიშვილის, ჭოველიძის, ნათია ბაშალეიშვილის და რჩეულიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

შეზღუდვა გავრცელდება კრწანისის რაიონშიც, სადაც ანალოგიური მიზეზით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: „მშრალი ხიდის“ მიმდებარე ტერიტორიის, „დედაენის“ პარკის, მტკვრის, სანაპიროს, ხიდის, ორბელიანის და ხიდისთავის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება საბურთალოს რაიონს, კერძოდ: ვაჟა-ფშაველას IV, VI, VII კვარტლების, ვაჟა-ფშაველას გამზირის, შავიშვილის, თოფურიას და ქავთარაძის ქუჩების მცხოვრებლებს. ხოლო 12:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გიორგი პაპაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის II რიგის, მოსკოვის გამზირის, ქინძმარაულის, გრიგოლ ლორთქიფანიძის და ჯავახეთის ქუჩების მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ღვინის აღმართის, რიყის მიმდებარე ტერიტორიის, ვაზისუბის IV მიკრორაიონის და იოზეფ პილსუდსკის გამზირის მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში კი 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების Xა, Xბ მიკრორაიონების და ხევძმარის ქუჩის მცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ეკა ბეჟანიშვილის, ქართველიშვილის, ღრმაღელეს, ცოტნე დადიანის, კნოლევის, ავთანდილ ღოღობერიძის, ქსოვრელის და თამაზ ტოროშელიძის ქუჩების მცხოვრებლებს. დიდუბის და ჩუღურეთის რაიონებში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარჯვენა სანაპიროს, აღმაშენებლის გამზირის, თამარ მეფის გამზირის, გოგოლის, დგებუაძის, ტოვსტონოგოვის, გიორგი კვინიტაძის, რკინიგზის, ჩუბინაშვილის, კარგარეთელის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, პასტერის, კონსტიტუციის და უზნაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია „თელასი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო