აბაშის და ზუგდიდის მერები ხალხური ცხენოსნობის დღისადმი მიძღვნილ  ფესტივალს დაესწრნენ

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია, ზუგდიდის მერთან, გეგა შენგელიასთან ერთად, იპოდრომზე, ხალხური ცხენოსნობის დღისადმი მიძღვნილ ფესტივალს დაესწრო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აბაშის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ, აბაშის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ირაკლი პერტენავა, ზუგდიდის მერის მოადგილე, კონსტანტინე კაკავა. მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, გულშემატკივრები, სტუმრები მეზობელი მუნიციპალიტეტებიდან.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დოღში (1200 მ და 1800 მ), საცხენოსნო თამაშობებში: ისინდსა და ცხენბურთში მონაწილეობდნენ ცხენოსნები: აბაშიდან, ზუგდიდიდან, მარტვილიდან, ფოთიდან, ბათუმიდან, სამტრედიიდან, ახმეტიდან, ოზურგეთიდან და ჩოხატაურიდან. გაიმართა ქართული საბრძოლო ხელოვნების საჩვენებელი გამოსვლები, ღონისძიება მუსიკალური ნომრებით გაალამაზა, აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის, სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლმა „ჰარირამ“. გამარჯვებული ცხენოსნები მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

ხალხური ცხენოსნობის დღისადმი მიძღვნილი ფესტივალი საქართველოს ხალხური ცხენოსნობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა