ზაზა თავაძემ გასაუბრებისას  თავი შეიკავა კითხვაზე პასუხისგან, რამდენად შესაძლებელია, რომ ფარული ჩანაწერი  სასამართლო გადაწყვეტილების დროს,  გამოიყენონ  მტკიცებულებად

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრების დროს თავი შეიკავა კითხვაზე პასუხისგან, რამდენად შესაძლებელია ზოგადად, რომ ფარული ჩანაწერი გადაწყვეტილების დროს, გამოიყენონ, როგორც მტკიცებულება.

ზაზა თავაძე, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია, ამ წუთებში იუსტიციის საბჭოში გასაუბრებას გადის. აღნიშნულის შესახებ კი კითხვით თავაძეს საბჭოს მოსამართლე წევრმა, ირაკლი ბონდარენკომ მიმართა.

"მინდა თქვენი აზრი მოვისმინო - უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტულება აქვს მიღებული ფარული ჩაწერის გზით მოპოვებულ მტკიცებულებასთან დაკავშირებით და თქვა, რომ ფარული ჩანაწერი, როგორც მტკიცებულება არ შეიძლება გამოდგეს კონკრეტული ფაქტის დადასტურების ან უარყოფის მიმართულებით. აქვე,უზენაესმა სასამართლომ დაუშვა და თქვა, რომ გააჩნია,რა უფლებაზეა საუბარი, რის მტკიცებასთან არის მიმართული ეს მტკიცებულებაო -ეს ეხება კერძო სფეროს თუ ინტიმურს. მე მაინტერესებს, რამდენად არის კონსტიტუციურ ჭრილში, რამდენად შესაძლებელია, ზოგადად, ფარული ჩანაწერი გამოყენებული იყოს გადაწყვეტილების მხრივ, როგორც მტკიცებულება?“, - მიმართა ირაკლი ბონდარენკომ ზაზა თავაძეს.

თავის მხრივ, ზაზა თავაძემ აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში პასუხის გაცემისგან თავს იკავებს.

" ეს ზუსტად, ის მოცემულობაა, სადაც სამწუხაროდ, მე თავი უნდა შევიკავო.თუ მომეცემა საშუალება და გავხდები უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და მივალ ამ საქმემდე, მერე შეიძლება ვიფიქრო მოსამართლის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებაზე", - აღნიშნა ზაზა თავაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს