ზაზა თავაძე - ზურაბ ადეიშვილმა დაინახა ჩემი პროფესიონალიზმი

ზურაბ ადეიშვილთან მქონდა ურთიერთპატივისცემა, როგორც დაქვემდებარებულს და როგორც ხელმძღვანელს, მას ჰქონდა ჩემდამი დამოკიდებულება, როგორც კარგი იურისტისა და პროფესიონალისადმი, –ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ზაზა თავაძემ იუსტიციის საბჭოში გასაუბრებისას განაცხადა.

თავაძეს ადეიშვილთან თანამშრომლობისა და ურთიერთობის შესახებ კითხვა დაუსვა საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა. როგორც თავაძემ აღნიშნა, როცა გენერალურ პროკურატურაში მივიდა, ზურაბ ადეიშვილს არ იცნობდა.

"ადეიშვილს არ ვიცნობდი, ის არ იყო ჩემთვის ცნობილი პიროვნება, როდესაც მოვხვდი პროკურატურაში. აქვე ვიტყვი, რომ გავლილი მაქვს ყველა თანამდებობა. არც ერთი ჩემი თანამდებობა, ზესტაფონის გამგეობის რიგითი იურისტიდან და იუსტიციის სამინისტროს მრჩევლით დაწყებული და იუსტიციის მინისტრის მოადგილით დამთავრებული, არ მომიპოვებია კონკურსის და კონკურენციის გარეშე" , - ,განაცხადა თავაძემ.

მისი თქმით, 2004 წელს დაინიშნა საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ.

„ ჩემი ექსკლუზიური ვალდებულება იყო, რომ უნდა წარმომედგინა პროკურატურა საერთო სასამართლოებში. ეს იყო ჩემი კარიერული წინსვლის მთავარი ქვაკუთხედი. ადეიშვილს არ ვიცნობდი. პირველ ინსტანციის მოსამართლეებმა როდესაც ნახეს, როგორი წარმომადგენელი ვიყავი, შემდეგ შეხვედრებზე და ღონისძიებებზე პროკურორთან თქვეს: რა კარგი წარმომადგენელი ჰყავს პროკურატურას. მეორე ინსტანციის სასამართლომაც იგივე თქვა, მესამე ინსტანციის სასამართლომაც… ზუსტად ამან გამოიწვია შემდეგ ის, რომ ადეიშვილმა დაინახა ჩემი პროფესიონალიზმი და დამნიშნა კადრების უფროსად. ამის შემდეგ იყო ის, რომ კიდევ უფრო დავწინაურდი და გავხდი იუსტიციის მინისტრის მოადგილე. 2010 წელს, მე ვფიქრობ, რომ გამიმართლა და აღმოვჩნდი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე”, – განაცხადა თავაძემ.

ვიტალი ბალა - დარწმუნებული ვარ, რომ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტთან მიმართებაში ვარდისფერ სათვალეებს მოიხსნის
ქართული პრესის მიმოხილვა 10.12.2019
ბექა ინჯია - მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არბიტრაჟისა და მედიაციის ინტიტუტების სტანდარტები საქართველოში მსხვილ ინვესტორთა მოთხოვნებს პასუხობდეს
"ორიონ ჯგუფმა" ვირტუალური ფული შექმნა - სიახლე სამშენებლო სექტორში
პროკრედიტ ბანკსა და არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ეტაპი „ემბავუდის“ განვითარებაში