ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ  მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების პროცესი  პროტესტის ნიშნად, უკვე მესამედ დატოვეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ პროტესტის ნიშნად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების პროცესი უკვე მესამედ დატოვეს.

არამოსამართლე წევრების უკმაყოფილება ამჯერადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების დროის გახანგრძლივებამ გამოიწია. ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, მოსამართლე წევრებს არ აინტერესებთ მათი მოსაზრება, რომ 19:00 საათის შემდეგ კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი არ უნდა გრძელდებოდეს და უნდა იყოს დაცული შრომითი უფლებები.

ანა დოლიძის განცხადებით, იუსტიციის საბჭო, როგორც საკონსტიტუციო ორგანო, უგულებელყოფს შრომით უფლებებს.

საბჭოს მოსამართლე წევრმა სერგო მეთოფიშვილმა აღნიშნა, რომ არამოსამართლე წევრები დავალებებს ასრულებენ.

"ეს არის დავალება, ზოგიერთი პოლიტიზრებული ორგანიზციების მხრიდან, რასაც ისინი ასრულებენ", - განაცხადა მეთოფიშვილმა.

ამ წუთებში საბჭო კანდიდატ გიორგი თევდორაშვილთან ატარებს გასაუბრებას.

ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა ანალოგიური მიზეზით გასაუბრება წინა დღეებშიც დატოვეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს