არჩილ თალაკვაძე  უკრაინელ ხალხს საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარებას ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე უკრაინელ ხალხს საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარებას ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„უკრაინელ ხალხს ვულოცავ საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარებას. თავისუფლად, სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარებული არჩევნები არის ფუნდამენტი უკრაინის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისა და ეკონომიკური კეთილდღეობისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების შემდეგ, ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები და საპარლამენტო თანამშრომლობა კიდევ უფრო აქტიური და შედეგიანი იქნება“, - აღნიშნულია არჩილ თალაკვაძის განცხადებაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა