რუსთავის მერიამ ,,უსინათლოთა საზოგადოებაში დამკვიდრების ხელშეწყობის პროექტი“ დააფინანსა

რუსთავის მერიამ, ქალაქში მცხოვრები უსინათლო პირებისთვის არაფორმალური განათლების მიღების მიზნით, საქართველოს უსინათლოთა კავშირის მიერ წარდგენილი ,,უსინათლოთა საზოგადოებაში დამკვიდრების ხელშეწყობის პროექტი“ დააფინანსა.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, პროექტის დაფინანსების თხოვნით, საქართველოს უსინათლოთა კავშირმა ქალაქის მერს ირაკლი ტაბაღუას წერილობით მიმართა. განცხადება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭომ განიხილა და დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.

„პროექტის ფარგლებში რუსთავის მერიამ სამი კომპიუტერი შეიძინა. კომპიუტერებში უსინათლო პირებზე ადაპტირებული ხმოვანი კომპიუტერული პროგრამები ჩაიტვირთება. აღნიშნული პროგრამების მეშვეობით, რუსთავში მცხოვრები უსინათლო პირები არაფორმალურ განათლებას მიიღებენ.

ახალი კომპიუტერები დღეს რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახურის უფროს ნინო ქვირიასთან ერთად, უსინათლოთა კავშირის წევრებს საჩუქრად გადასცა. ახალი კომპიუტერების გადაცემას დაესწრო კავშირის ერთ-ერთი წევრი ზურა ჯავახიშვილი, რომელიც პროფესიულ სასწავლებელ ,,მოდუსის“ კურსდამთავრებულია. მისი თქმით, რუსთავის მერიის მიერ შეძენილი კომპიუტერები კავშირის წევრებსა და პირადად მას მომავალში კიდევ უფრო მეტი ცოდნის, არაფორმალური განათლების მიღებაში და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარებაში დაეხმარება“, - აღნიშნულია რუსთავის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა