ზაზა თავაძე საკონსტიტუციო სასამართლოზე - უცხოელი ექსპერტები, დიპკორპუსის წარმომადგენლები ამბობენ, რომ თქვენ ნამდვილად ხართ 21 - ე საუკუნეში

მეგობარი უცხოელი ექსპერტები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ამბობენ, რომ თქვენ ნამდვილად ხართ 21- ე საუკუნეში. ეს შეფასებებიც აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს,- ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა ზაზა თავაძემ იუსტიცის საბჭოში გასაუბრების დროს განაცხადა.

ზაზა თავაძემ უპასუხა კითხვას, თუ რატომ გაიზარდა მიმართვიანობა საკონსტიტუციო სასამართლოში 2012 წლის შემდეგ. ზაზა თავაძის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს საზოგადოებაში დიდი ნდობა აქვს.

"პირველი - საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს საზოგადოების ნდობა. მეორე - ეს ნდობა განაპირობა ჩვენმა გადაწყვეტილებებმა. მესამე - დასაბუთებულმა გადაწყვეტილებებმა და მეოთხე - ის, რომ ამ დასაბუთებული გადაწყვეტილებების საფუძველზე ადამიანები გაერკვნენ მათ გარკვეულ უფლებებში ან ყოველ შემთხვევაში, კონსტიტუციურმა კონტროლმა მათთვის დადებითი ეფექტი მოიტანა. ვფიქრობ,საზოგადოებაში უფრო ამაღლდა კონსტიტუციური კონტროლის სიკეთეები. ნდობა არის საზოგადოების სხვადასხა ფენებში და ეს არის ძალიან სასიხარულო,თუმცა აქვე ვიტყვი, რომ ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი კრიტიკოსი, რომელიც გვაძლიერებს. შეიძლება ბევრ მაათგანს არ ვეთანხმებოდე. იყო ჩვენი გადაწყვეტილება, რომელიც დღესაც მიმაჩნია, რომ აუცილებელი იყო საზოგადოებისთვის და იყო საზოგადოების გამოძახილის შესატყვისი, თუმცა ბევრ საკითხში შეიძლება ჩვენ წინ გავუსწარით დროს. მოდიან მეგობარი უცხოელი ექსპერტები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ამბობენ, რომ თქვენ ნამდვილად ხართ 21-ე საუკუნეში. ეს შეფასებებიც აქვს ამ სასამართლოს",- განაცხადა ზაზა თავაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს