ჰუბერტ ქნირში -  ჟურნალისტები ფრთხილად უნდა იყვნენ და პასუხისმგებლიანად იმოქმედონ, როდესაც ისტორიასთან დაკავშირებით აკეთებენ განცხადებებს

ჟურნალისტები ფრთხილად უნდა იყვნენ და პასუხისმგებლიანად იმოქმედონ, როდესაც ისტორიასთან დაკავშირებით აკეთებენ განცხადებებს, - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ ქნირშმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მან კომენტარი გააკეთა იმაზე, რომ საქართველოს საელჩომ გერმანიაში გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე გასული სიუჟეტის გამო, რომელიც აფხაზეთს შეეხებოდა, მაუწყებელს ისტორიული ფაქტების დამახინჯების გამო წერილით მიმართა.

„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიასა და გოტინგენის უნივერსიტეტებს შორის ერთიანი სასწავლო პროგრამის გახსნაზე ვიმყოფები, სადაც ისტორიკოსებთან ვსაუბრობ. ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ ჟურნალისტები ფრთხილად უნდა იყვნენ და პასუხისმგებლიანად იმოქმედონ, როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებენ ისტორიასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ქნირშმა „ინტერპრესნიუსთან“.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა