ირაკლი ოქრუაშვილი - მარტო შევარდნაძის ერთი ძალოვანი მინისტრისგან 2003 წლის აპრილში 600  ათასი დოლარი მაქვს წამოღებული

ხალვაშს რამდენი ვასესხე, არავის საქმე არ არის, - ამის შესახებ პარტია „გამარჯვებული საქართველოსთვის“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, განცხადებამ, რომ „ვარდების რევოლუცია“ მისი დაფინანსებული იყო, გარკვეული „ღლიცინი“ გამოიწვია და მას ფინანსების მოსაზიდად არ სჭირდებოდა სახელისუფლებო ბერკეტები.

„ შევარდნაძის მაღალჩინოსნებიდან დაწყებული, წვრილფეხობით დამთავრებული რიგები მედგა. მარტო შევარდნაძის ერთი ძალოვანი მინისტრისგან 2003 წლის აპრილში 600 ათასი დოლარი მაქვს წამოღებული. სახელისუფლებო ბერკეტები მე ასეთი ფულის მოსაზიდად არ მჭირდებოდა. მე ვიყავი „ნაციონალური მოძრაობის“ ფინანსების შემგროვებელი“, - აცხადებს ოქრუაშვილი გადაცემა „რეაქციაში“.

წამყვანის კითხვაზე, ეს ფული საჭირო იყო თუ არა ვარდების რევოლუციისთვის, ოქრუაშვილი პასუხობს:“ ვარდების რევოლუციისთვის არა, იმისთვის, რომ მერე მათ საფრთხე არ შექმნოდათ“.

კითხვაზე, ეს ხალხი ყიდულობდა თუ არა უსაფრთხოებას, ოქრუაშვილი პასუხობს:“ კი, რა თქმა უნდა. თავი გადაირჩინა. ასე იყო და ასე ხდება და მომავალშიც ასე იქნება“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა