ლევან სამუშია 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე  გამოკითხვაზე დაიბარეს

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან სამუშია 20-21 ივნისის მოვლენების საქმესთან დაკავშირებული მიმდინარე გამოძიებისფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსს“ თავად ლევან სამუშია უდასტურებს. მისი თქმით, ის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხება.

„დამიკავშირდა გამომძიებელი, რომელმაც განმიცხადა, რომ სურდათ ჩემი მოწმის სახით დაკითხვა, რაზეც ვუპასუხე, რომ მაგისტრატი მოსამართლის მეშვეობით მივცემდი გამოძიებას ჩვენებას. შესაბამისად, ველოდები შეტყობინებას, თუ როდის დაინიშნება სასამართლოში სხდომა და მივალ. ჩემთვის დრო უცნობია, ალბათ, ეს ამ დღეებში იქნება“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ სამუშიამ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა