დიმიტრი გვრიტიშვილი ანა დოლიძეს და ნაზი ჯანეზაშვილს დესტრუქციული განწყობის შექმნაში ადანაშაულებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამრთლე წევრის,დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, არამოსამართლე წევრები ანა დოლიძე და ნაზჯანეზაშვილი ხშირად ქმნიან დესტუქციულ განწყობას იუსტიციის საბჭოს მუშაობაში.

როგორც გვრიტიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების შემდეგ განაცხადა, ჯანეზაშვილი და დილიძე კანდიდატებს უსვამენ ისეთი ტიპის კითხვებს, რომელიც არალევანტურია.

"წინასწარ შეფასებას ვერ გავაკეთებ კანდიდატებთან მიმართებაში, სანამ ყველა კანდიდატთან არ დასრულდება გასაუბრება. სრულყოფილი ინფორმაციის საფუძველზე გვექნება შესაძლებლობა, რომ განსხვავება გავაკეთოთ კანდიდატებს შორის. ზოგადად, როგორც ჩანს, მძაფრი კონკურენცია იქნება,იმიტომ, რომ ყველა კანდიდატი საკუთარ თავს კარგად წარმოაჩენს საბჭოს წინაშე", - განაცხადა გვრიტიშვილმა.

გვრიტიშვილი ასევე გამოეხმაურა არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის განცხადებას, რომ რამდენიმე კანდიდატმა, მათ შორის, გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ და საკონტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ზაზა თავაძემ ზოგ კითხვას თავი აარიდეს და "თანამდებობებს ამოეფარნენ". დიმიტრი გვრიტიშვილი განმარტავს, მას ასეთი შთაბეჭდილება არ დარჩენია.

"დაფიქსირდა შემთხვევა, როცა ნაზი ჯანეზაშვილმა, ფაქტობრივად, ანგარიში მოსთხოვა გენერალურ პროკურორს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე,რამაც აბსოლუტურად დასაბუთებული, კანონიერი პროტესტი გამოიწვია კანდიდატის (შალვა თადუმაძის) მხრიდან. ისიც განაცხადა, რომ დროის დაზოგვის მიზნით, აცილებას არ აყენებდა. პარლამენტის წინაშეც კი არ არის ანგარიშვალდებული გენერალური პროკურორი და პარლამენტის წინაშე არ წარადგენს ანგარიშს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე", - განაცხადა გვრიტიშვილმა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო