ეკა ბესელია - როდესაც მოსამართლეთა სია სექტემბერში მეორედ შემოვა,  ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ამაზე დიდი ბოროტება ქვეყანას არაფერი არ ემუქრება

როდესაც მოსამართლეთა სია სექტემბერში მეორედ შემოვა, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ამაზე დიდი ხიფათი და ბოროტება, რაც ახალი სიის სახით მზადდება, ქვეყანას არაფერი არ ემუქრება, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარლამენტის წინ მიმდინარე გადაცემაში "სირცხვილია" განაცხადა.

მისივე თქმით, მან სასამართლო სისტემის შიგნით ბრძოლის რესურსი ბოლომდე ამოწურა და მოსამართლეთა პირველი სიის წინაადეგ ბრძოლა იყო "ჩანაწერებით ომის" წამოწყების მიზეზი.

"როდესაც მქონდა რესურსი, რომ მებრძოლა სასამართლო სისტემის შიგნით, მე ეს რესურსი ბოლომდე ამოვწურე და კიდევ კარგი, რომ კომიტეტში 10 კაციან მოსამართლეების სიას დავხვდი, იმ სიის შეჩერების გაგრძელება იყო ჩანაწერებით ომი. კარგია, რომ ის მოსამართლეები დღეს უზენაეს სასამართლოში არ არიან და როდესაც მოსამართლეთა სია სექტემბერში მეორედ შემოვა, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ამაზე დიდი ხიფათი და ამაზე დიდი ბოროტება, რაც მზადდება ახალი სიის სახით, ქვეყანას არაფერი არ ემუქრება.

ეს არ არის იმაზე ნაკლები, ვიდრე ქვეყნის ოკუპაციის თემა. ეს იმდენად საშიშია, რომ შესაძლოა, უზენაესი სასამართლო ჩაუვარდეს "კლანს" ხელში და იქ დასხდნენ ისეთი ადამიანები, რომელთაც სამართალთან არაფერი საერთო არ აქვთ. მე მინდა არა წარსულისკენ ვიყუროთ, არამედ ფხიზლად ვიყოთ. საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ სამართალს" , - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს