ვახტანგ ძაბირაძე  - ირაკლი  ოქრუაშვილის განცხადებები თავად მას ურტყამს

ოქრუაშვილის განცხადებები, პირდაპირ მას ურტყამს - თუ ფონდს კრიბავდა უკანონოდ, ეს დანაშაულია, თუ კანონიერად კრიბავდა, მაშინ უნდა ვიცოდეთ, სად წავიდა ეს ფული, - ამის შესახებ ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მან ისაუბრა ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, თავდაცვის მინისტრობის პერიოდში მას ბიძინა ივანიშვილი ყოველ წელს დაახლოებით 36 მილიონ დოლარს ურიცხავდა თავდაცვის ფონდში.

ძაბირაძემ აღნიშნა, რომ ამაში ახალი არაფერია, თუმცა გასარკვევია, სად მიდიოდა ფონდში ჩარიცხული თანხები.

„ზოგადად, ადრე ივანიშვილმაც განაცხადა, რომ თურმე, როდესაც ლაპარაკი იყო, რომ სააკაშვილის მთავრობას ხელფასს უხდიდა სოროსის ფონდი, თურმე ივანიშვილი უხდიდა ამ ხელფასს. ახალი ამაში რა არის, არ ვიცი. ოქრუაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილი რიცხავდა თავდაცვის ფონდში. მერე სად მიდიოდა ეს ფული? ამას ხომ ივანიშვილი აღარ განკარგავდა. მაშინ ეს იყო გაცხადებული, ფონდი ძალოვანი უწყებებისთვის იყო განკუთვნილი, იქ შეეძლო ყველას ფულის ჩარიცხვა. ზოგადად, ეს ფონდი შესასწავლია, სად მიდიოდა ეს ფული, რამდენი ჩაირიცხა და ა.შ. ოქრუაშვილის ეს განცხადება ცოტა უცნაურია, საერთოდ, უცნაურ განცხადებებს აკეთებს ეს კაცი, თითქოს, ზოგჯერ თავის საწინააღმდეგოსაც კი. თვითონ თუ აგროვებდა ამ ფულს, თავად უნდა იცოდეს, სად წავიდა ეს ფული, თუ ხალხთან აქვს პრეტენზია? თავად იყო ხელისუფლების წარმომადგენელი და თავად კრიბავდა ამ ფულს. მისი განცხადებები, ჯერ ერთი, პირდაპირ მას ურტყამს, რადგან თუ ამ ფონდს კრიბავდა უკანონოდ, ეს დანაშაულია, თუ კანონიერად კრიბავდა, გასაგებია, მაშინ უნდა ვიცოდეთ, სად წავიდა ეს ფული. ვის რას ედავება, რატომ აკეთებს ამ განცხადებებს, არ მესმის. უნდა დაიწყოს ამ ფონდზე გამოძიება, მაგრამ ამით რას მიაღწევს, მე არ მესმის“, - განაცხადა ძაბირაძემ.

დავით უსუფაშვილი - ახლა ივანიშვილის შუის გაკრეფის კონცეფცია ეხება ყველას, ვინც მის ორბიტაზე არაა, გასაკრეფია, რადგან სახიფათო და პრობლემურია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2019
ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა