მამუკა ბახტაძე ბორის ჯონსონს "კონსერვატიული პარტიის" ახალ ლიდერად არჩევას და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრობას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბორის ჯონსონს "კონსერვატიული პარტიის" ახალ ლიდერად არჩევას და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრობას ულოცავს.

სოციალურ ქსელ "ტვიტერში" გამოქვეყნებულ პოსტში მთავრობის მეთაური გამოთქვამს რწმენას, რომ ბორის ჯონსონის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის ურთიერთობები ახალ მუხტს შეიძენს.

"დარწმუნებული ვარ, რომ გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს ურთიერთობები ახალ მუხტს შეიძენს, რადგან კვლავ ბევრი მიმართულებით გვაქვს შესაძლებლობები, რომლებიც უნდა გამოვავლინოთ და განვავითაროთ",- წერს მამუკა ბახტაძე "ტვიტერში" საკუთარ გვერდზე.

ამირან სალუქვაძე - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი ინტრიგა იქნება, ვინ გადალახავს ამ საცოდავ 1%-ს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2020
ბორის სოკოლოვი - ბელარუსში პროცესები შესაძლოა დასრულდეს ან საპროტესტო აქციების ჩახშობით ან ლუკაშენკოს ხელისუფლების დამხობით
"ლიბერთის" ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის
„შუშხუნა ბაკურიანი“ - სიახლე ბაზრის ლიდერი ბრენდისგან
სერვისი, რომელიც ბუნებრივი რესურსების მოპოვების ბიზნესს ამარტივებს
სამშენებლო კომპანია "ანაგი" განცხადებას ავრცელებს (R)