აშშ-ს სენატმა მარკ ესპერი თავდაცვის მდივნის პოსტზე დაამტკიცა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე მარკ ესპერი დაამტკიცა. მის კანდიდატურას 90-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, 8 წინააღმდეგი იყო. ესპერი ორივე პარტიის სრული მხარდაჭერით სარგებლობს. მან უკვე დადო ფიცი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თანდასწრებით, რომელმაც ის ამ პოსტზე წარადგინა. მარკ ესპერი დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელი იყო.

თავდაცვის მდივნის თანამდებობა 7 თვე იყო ვაკანტური, მას შემდეგ ტრამპთან რაც საგარეო და თავდაცვით პოლიტიკასთან უთანხმოების გამო ჯეიმს მეტისი პოსტიდან გადადგა. პენტაგონის ხელმძღვანელის თანამდებობა ამდენ ხანს ვაკანტური ბოლო 70 წლის განმავლობაში არ ყოფილა. მარკ ესპერი ყოფილი სამხედროა. ის მონაწილეობდა სპარსეთის ყურის პირველ ომში, როდესაც აშშ-მა საერთაშორისო კოალიციასთან ერთად ერაყის მიერ დაკავებული ქუვეიტი გაათავისუფლა.

სენატში მოსმენის დროს მარკ ესპერმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა ერთდროულად რამდენიმე მიზანს უნდა მიაღწიონ. მოდერნიზაციას, რომ მზად იყვნენ კონკურენციის ახალი ეპოქისთვის მსხვილ სუპერსახელმწიფოებთან, უნდა ინარჩუნებდნენ ტერორისტულ ორგანიზაციებთან და გარიყულ სახელმწიფოებთან გამკლავების უნარს და ასევე აშშ-ის მოკავშირეებთან მჭიდრო თანამშრომლობა უნდა გააგრძელონ.

იხილეთ ვიდეო: აშშ-ს სენატმა მარკ ესპერი თავდაცვის მდივნის პოსტზე დაამტკიცა

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს