გიორგი ვაშაძე - ტურისტებს სურვილი უნდა გავუჩინოთ რეგიონებში წასვლის, ამიტომ, თითოეულ ვიზიტორს, რომელიც ჩამოვა, „სტუმრის ბარათი“ უნდა გადაეცეს

„სახელმწიფო მაქსიმალურად უნდა იყოს ჩართული რეგიონის პოპულარიზების საკითხში“, - ამის შესახებ „პოლიტიკური პლატფორმა-ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

„რეგიონის მხარდაჭერა და მისი განვითარება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია. სახელმწიფო მაქსიმალურად უნდა იყოს ჩართული რეგიონის პოპულარიზების საკითხში. ჩვენ მიერ შემოთავაზებული ანტიკრიზისული გეგმა მოიცავს მეგა-ამბიციურ ინიციატივებს და არა უბრალოდ სტანდარტულ პროექტებს. ინიციატივებში მაქსიმალურად უნდა ჩავრთოთ ყველა ქართული ბიზნეს კომპანია, მსოფლიოსა თუ საქართველოში ცნობილი სახეები და საქართველოს მოქალაქეები“,- განცხადა გიორგი ვაშაძემ.

მან თავის ერთ-ერთ ახალ ინიციატივაზე ისაუბრა, თუ რა არის სტუმრის ბარათი და რა სარგებელს მოუტანს ის საქართველოსა და მოქალაქეებს.

„საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს უნდა გავუჩინოთ სურვილი რეგიონებში წასვლის. სწორედ ამიტომ, თითოეულ ვიზიტორს, რომელიც ჩამოვა ჩვენს ქვეყანაში, სახელმწიფოსგან უნდა გადაეცეს „სტუმრის ბარათი“. რა არის სტუმრის ბარათი? - ეს არის ლოიალობის ბარათი, დაახლოებით იმის მსგავსი, რასაც სხვადასხვა კომპანიები მომხმარებლების მოსაზიდად გასცემენ. წარმოიდგინეთ, რომ მსგავსი ბარათი ჩვენ გავცეთ საქართველოსთან მიმართებაში. დასაწყისისთვის, ბარათს ორი ფუნქცია ექნება - ყველა ტურისტს საჩუქრად გადაეცემა ერთი ბოთლი ღვინო და საქართველოს ისტორიის წიგნი, რომლითაც გავაცნობთ მათ საქართველოს კულტურას, ხელოვნებას, ფოლკლორს და მეორე, რეგიონში მდებარე ნებისმიერი მცირე ზომის სასტუმროში, ღამის გათევა უსასყიდლოდ. აქ არ ვსაუბრობთ დიდ სასტუმროზე, ვგულისხმობ მცირე ზომის ან საოჯახო ტიპის სასტუმროებს, რომელიც საჭიროებს სახელმწიფოსგან მხარდაჭერას. ვიზიტორი მსგავსი ტიპის სასტუმროში ღამეს უფასოდ გაათევს, ამ ხარჯს კი სრულიად სახელმწიფო დაფარავს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, სტუმრის, იგივე ლოიალობის ბარათის სხვა ფუნქციებზეც საუბრობს.

„ეს ორი ფუნქცია დასაწყისისთვის იქნება, თუმცა მომავალში, სტუმრის ბარათზე შეგვიძლია დიდი პიარ კამპანია ავაწყოთ - განვსაზღვროთ სხვადასხვა ბენეფიტები ბარათის მფლობელისთვის, მაგალითისთვის ე.წ. „Fast Trek” – სწრაფი შემოსვლის სისტემა, ან იგივე გათამაშებები და საინტერესო აქტივობები იმისთვის, რომ ტურისტს შევუქმნათ მეტი მოტივაცია საქართველოში ჩამოსვლის. ეს არის უნიკალური სისტემა, რომელიც ჯერ მსოფლიოში არც ერთ სახელმწიფოს არ გამოუყენებია. ამას კარგად იყენებენ დიდი კომპანიები საბანკო, მომსახურების თუ ავია სექტორში. მსგავსი ბარათი მოგვცემს შესაძლებლობას, გავაჩინოთ დამატებითი მოტივაცია ვიზიტორებისათვის და გავუჩინოთ მათ სურვილი, კიდევ ეწვიონ საქართველოს. დავამყაროთ მათთან პირდაპირი კომუნიკაცია. შემდგომში კი მსგავსი ბარათის მფლობელთათვის შესაძლებელია გარკვეული პრივილეგიების დაწესება. ალბათ, თითოეულ ჩვენგანს მოგვსვლია ელექტრონულ ფოსტაზე სარეკლამო შეთავაზებები სხვადასხვა კომპანიებისგან. ახალა წარმოიდგინეთ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მისდით მეილი, სადაც საუბარია, რომ საქართველოში ტარდება ესა თუ ის ღონისძიება. ამ პროექტით ქართულ ტურიზმს ჩვენ გავუჩენთ მუდმივ მომხმარებელს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„პოლიტიკური პლატფორმა-ახალი საქართველოს“ ლიდერმა, რამდენიმე დღის წინ, ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის გეგმა წარადგინა. გიორგი ვაშაძის ინიციატივათა პაკეტი 5 პუნტისგან შედგება და ეკონომიკის გაძლიერებაზე, ლარის გამყარებაზე, ტურისტების მოზიდვასა და ქართული ოჯახებისთვის დამატებითი შემოსავლის გაჩენაზეა ორიენტირებული. „მხარდაჭერა საქართველოს“ 5 ინიციატივას აერთიანებს და ერთ-ერთი მათგანი ქართული რეგიონების მხადაჭერას გულისხმობს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა