სერგეი ლავროვი - აშშ რუსეთისგან მეზობლების მოგლეჯას ცდილობს

დასავლეთის ქვეყნები აშშ-ის ხელმძღვანელობით ცდილობენ მოგლიჯონ რუსეთს მეზობელი სახელმწიფოები, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ლათინურ-ამერიკულ მედიასაშუალებებთან და ტელეარხ „RT“-სთან ინტერვიუში.

„რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობებს საქართველოსთან, ჩვენ არასდროს მივისწრაფოდით ამ ურთიერთობის გაუარესებისკენ. სწორედ საქართველოს ხელმძღვანელობამ ადრე, მიხეილ სააკაშვილის დროს გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები და ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობის ყოველნაირად შეზღუდვას ცდილობდა, მაგრამ შემდეგ ეკონომიკამ თავისი ქნა. მათ, ვინც საქართველოში მატერიალურ ფასეულობებს ქმნის, ძალიან კარგად ახსოვთ ჩვენი სავაჭრო, საინვესტიციო კავშირები რამდენად მჭიდრო იყო. ახლა ეს ვაჭრობა განახლდა და მე არ ვფიქრობ, რომ ვინმე ამისგან რაიმე უხერხულობას გრძნობს“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო