გია ვოლსკი - კახა კალაძეც გამოვა დღეს და იტყვის, რომ ოქრუაშვილი მოკვლას მიპირებდა და მარსიანელები ჩამოიყვანა

კახა კალაძეც გამოვა დღეს და იტყვის, რომ ოქრუაშვილი მოკვლას მიპირებდა და მარსიანელები ჩამოიყვანა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებებს გამოეხმაურა. გია ვოლსკის თქმით, ის ოქრუაშვილის განცხადებებს სერიოზულად ვერ შეაფასებს.

“დათა თუთაშხიას მახსენებს, დავალებას რომ აძლევს, რომ იმას უთხარი ისო, მაგრამ სახლში თუ არ დაგხვდა მაშინ, მეორეს უთხარი იგივე, ოღონდ პირიქითო. დაახლოებითი ასეთი შეფასება შემიძლია გავაკეთო. კახა კალაძეც გამოვა დღეს და იტყვის, რომ ოქრუაშვილი მოკვლას მიპირებდა ან მარსიანელები ჩამოიყვანა. ამ საკითხებს სერიოზულ პასუხს ვერ გაგცემთ”,-აცხადებს ვოლსკი.

რაც შეეხება კითხვას, რაში სჭირდება ირაკლი ოქრუაშვილს მსგავსი განცხადებების გაკეთება, ვოლსკი ამბობს, რომ მან არ იცის “რეალურად რასთან გვაქვს საქმე”.

“ორი ვარიანტი არსებობს: ერთია, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე უნდა დამკვიდრება და იმ შეკითხვებისგან თავის არიდება, რომელიც აბსოლუტურად ნათელია, რომ მის მიმართ ექნება გამოძიებას. მეორეა - რაღაცა დიდი ვალი გააჩნია „ნაციონალური მოძრაობის“, რომელმაც დაიჭირა, შემდეგ ძალიან უცნაურ ვითარებაში გაათავისუფლა და საზღვარგარეთ გაამგზავრა. რეალურად რასთან გვაქვს საქმე ნამდვილად ვერ გეტყვით”,-აცხადებს ვოლსკი.

უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება ოქრუაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით, გია ვოლსკი პასუხობს, რომ იმას, რაზეც ოქრუაშვილი საუბრობს დამტკიცება სჭირდება.

“გამოძიების ნაცვლად მე ვერ ვილაპარაკებ, თუმცა ძალიან ბევრი ისეთი განცხადება გააკეთა, როგორც თვითაღიარების შინაარსის, ასევე ლუსტრაციის. საუბრობს იმაზე, რომ რეკეტის სისტემა ჰქონდა აწყობილი და მას, სახელმწიფო მოხელეს, შეეძლო ეყიდა “რუსთავი 2” ან სხვა ტელევიზია, ათეულობით მილიონ დოლარს ატრიალებდა. რაც არ უნდა ლუსტრაცია და თვითაღიარება იყოს, ამასაც დამტკიცება სჭირდება. როცა ადამიანი ამბობს, რომ დანაშაული მაქვს ჩადენილი, უნდა დაადასტუროს კიდეც”, - აცხადებს ვოლსკი.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა კახა კალაძის შესახებ გუშინ ისაუბრა. „გონიათ, ვიღაც ხამსამ მესროლა? ირაკლი ღარიბაშვილმა 15 წუთში დაფქვა, მე არ ვიყავი, კახა კალაძე იყოო“, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო