„ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით, ფოთში აფროსანთა ორდღიანი საკლუბო ჩემპიონატი ჩატარდა

ფოთში, საწყალოსნო სპორტულ ბაზაზე კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერითა და „საქართველოს აფროსნობის ფედერაციის“ ეგიდით, საკლუბო პირველობაში მოზარდებს შორის შეჯიბრება ჩატარდა, სადაც ერთმანეთს ფოთისა და თბილისის საიალქნო კლუბები დაუპირისპირდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ჯორჯიან მანგანეზიდან“ აცნობეს, აფროსნობის ფედერაციის პრეზიდენტის დევი ქიტუაშვილის განცხადებით, რბოლა "ლაზერისა" და "ოპტიმისტის" საერთაშორისო კლასებში გაიმართა. "ჩემპიონატის ჩატარებამდე, მთელი კვირის მანძილზე, აღნიშნულ ბაზაზე სასწავლო-საწვრთნელი შეკრებები ტარდებოდა. შეჯიბრების შედეგად საპრიზო ადგილები შემდეგმა მონაწილეებმა მოიპოვეს:

ოპტიმისტის კლასში:

1-ელი ადგილი - ნიკა თათარიშვილი (თბილისი);

მე-2 ადგილი - ალექსანდრე ქიტუაშვილი (თბილისი);

მე-3 ადგილი - თემური სვანიძე (თბილისი).

ლაზერის კლასში:

1-ელი ადგილი - გიორგი ქიტუაშვილი (თბილისი);

მე-2 ადგილი - ვალერი ბესსარაბი (ფოთი);

მე-3 ადგილი - ირაკლი ლომთათიძე (ფოთი).

აფროსნობის ფედერაციის პრეზიდენტის დევი ქიტუაშვილის თქმით, მხარდამჭერებმა დიდი წვილი შეიტანეს ღინისძიების ჩატარებაში.

„რაც შეეხება მხარდამჭერებს, შეიძლება ითქვას, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“ ჩვენი მთავარი სპონსორია. წელს კომპანია აღჭურვილობის განახლებაში დაგვეხმარა. აგრეთვე, აღსანიშნავია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წვლილიც - ჩვენს ღონისძიებებს ყოველწლიურად, სწორედ ისინი აფინანსებენ", – აღნიშნა დევი ქიტუაშვილმა.​

გამარჯვებულები მედლებითა და თასებით დაჯილდოვდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა