სოსო ფხაკაძე - ამ დღეებში ვაპირებთ ეროვნულ ბანკთან შეხვედრას, გვაქვს გარკვეული შეკითხვები და ლარის გაუფასურებაზეც გვექნება საუბარი

ამ დღეებში ვაპირებთ ეროვნულ ბანკთან შეხვედრას, გვაქვს გარკვეული შეკითხვები და ლარის გაუფასურებაზეც გვექნება საუბარი, - ამის შესახებ "საქართველოს ბიზნესასოციაციის" დირექტორმა სოსო ფხაკაძემ ჟურნალისტებს ლარის გაუფასურების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.

მისი თქმით, ბიზნესზე ლარის კურსის ცვლილება გავლენას ახდენს. მისივე თქმით, ბიზნესმა და სახელმწიფომ ვალუტის კურსის სტაბილურობის მიღწევისთვის ყველაფერი უნდა გააკეთონ.

"საქართველოში კომპანიების უმეტესობა შემოსავალს ლარებში იღებენ. ნებისმიერ კომპანიაზე, რომელიც ლარებში იღებს შემოსავალს, გავლენას ახდენს ლარის კურსი, ეს აქსიომატური ჭეშმარიტებაა. ჩვენ უბრალოდ ამ დროს ვითვალისწინებთ იმ ფაქტორებს, რომლებიც ლარის კურსის წარმოქმნაში ღებულობს მონაწილეობას. ამ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ ნეგატიური ფონი არის მნიშვნელოვნად შემცირებული. ჩვენ ამ დღეებში ვაპირებთ ეროვნულ ბანკთან შეხვედრას, გვაქვს გარკვეული შეკითხვები და ამ თემაზე გვექნება საუბარი. ვფიქრობ, როგორც ხელისუფლების, ასევე ბიზნესის ინტერესებშია რომ სავალუტო ბაზარზე სიტუაცია დასტაბილურდეს და ამისთვის ორივე მხარემ ყველაფერი უნდა გააკეთოს," - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

გია ხუხაშვილი - თუ პროპორციულ არჩევნებში ხელისუფლებამ ვერ მოახერხა 40%-იანი ბარიერის გადალახვა, ხელისუფლებას მეორე ტურში შეიძლება შეექმნას სერიოზული პრობლემა
ეკა ლეკაშვილი - ხელისუფლებამაც და საზოგადოების ნაწილმა ისწავლა კოვიდ ინფექციასთან თანაცხოვრება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2020
ზვიად კირტავა -  ახლა, როცა ვირუსს უკეთ ვიცნობთ, შეიძლება უფრო წერტილოვანი, ხანმოკლე და ლოკალური შეზღუდვების იმედად ვიყოთ
რან გიდორი - სწრაფვა მშვიდობისკენ კორონავირუსის დასამარცხებლად
თბილისს უახლოეს ხანში ძველი თბილისის შთაგონებით შექმნილი გასტრონომიული დუქანი "რიგი" შეემატება
„ევრონიუს ჯორჯია“ ქართულენოვანი მაუწყებლობის დაწყებას აღნიშნავს
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის TEDQUAL სერტიფიკატის გადაცემის ცერემონიალი კავკასიის უნივერსიტეტში
Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ხელოვნური ინტელექტი ევრაზიაში – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პანელი თბილისში ჩატარებულ საერთაშორისო ფორუმზე
BTU-ს „ინიციატივა 5.0” და უმნიშვნელოვანესი პროექტები, რომელიც საქართველოში ციფრული ეკონომიკის გაძლიერებას ისახავს მიზნად
Samsung The Sero - ტელევიზორი, რომელიც ბრუნავს იმისთვის, რომ შენს სმარტფონს მოერგოს