"ვითიბი ბანკის" პრეზიდენტი - თუ დამატებითი სანქციები არ შემოვა, ვერ ვხედავ, რომ დამატებითი დიდი ზეწოლა იყოს ლარზე

თუ დამატებითი სანქციები არ შემოვა, ვერ ვხედავ, რომ დამატებითი დიდი ზეწოლა იყოს ლარზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ვითიბი ბანკის" პრეზიდენტმა არჩილ კონცელიძემ ლარის გაუფასურებაზე კომენტირებისას განუცხადა.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში ლარის გაუფასურება რუსეთიდან ტურისტების შემცირების გავლენით აიხსნება.

"გრძელვადიან რყევას ვერ ვხედავ. ტურიზმის შემცირება იყო, შესაბამისად შემოსავლები, იმაზე ნაკლებია, ვიდრე იყო მოლოდინი, რომ იქნებოდა და ამან იქონია გავლენა.

თუ დამატებით სანქციები არ შემოვა, ვერ ვხედავ, რომ დამატებითი დიდი ზეწოლა იყოს ლარზე, განსაკუთრებით მომდევნო 2 თვეში. ტურისტების რაოდენობა წელს მკვეთრად არის შემცირებული იგივე ბათუმში. ახლა ჩამოვედი ბათუმიდან და რუსი ტურისტი შარშან თუ იყო უმრავლესობა და ყოველი მესამე რუსი ტურისტი იყო, წელს ფაქტობრივად, მე არ შემხვედრია რუსი ტურისტი ",- აცხადებს "ვითიბი ბანკის" პრეზიდენტი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა