ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატებმა „რუსთავი 2“-ის წილების დაყადაღებაზე უარის თქმის საკითხზე სასამართლოში საჩივარი შეიტანეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლოს განჩინებასთან დაკავშირებით საჩივარი შეიტანეს, რომლის მიხედვითაც, მათ უარი ეთქვათ, სარჩელის წარდგენამდე შპს „პანორამასა“ და „რუსთავი 2“-ის დაყადაღებაზე.

როგორც ადვოკატი გიორგი ზედელაშვილი აცხადებს, კანონმდებლობა ითვალისწინებს იმის შესაძლებლობას, რომ გადაუდებელ შემთხვევაში, სარჩელის შეტანამდე, განცხადების წარდგენის შესაძლებლობა არსებობს.

"საჩივარი შეგვაქვს სასამართლოს განჩინებასთან დაკავშირებით, რომლითაც უარი გვეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის თაობაზე. სასამართლო განჩინებით, ჯერჯერიბით არ დაედო ყადაღა ბატონ ქიბარ ხალვაშის და შპს პანორამას წილებს "რუსთავი 2"-ში. უარის მიზეზი გახლდათ ის, რომ ამ საჩივრის წარმოდგენა უნდა მომხდარიყო საჩივართან ერთად. არადა საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს იმის შესაძლებლობას, რომ გადაუდებელ შემთხვევაში შესაძლებელია წარდგენილი იქნას სარჩელის აღძვრამდე.

ჩვენ ვასაჩივრებთ სასამართლოს განჩინებას, რომელიც სააპელაციო სასამართლოში წავა, მაგრამ ამის თაობაზე ეცნობება საჯარო რეესტს. ამ პერიოდში ვერ შეძლებს ბატონი ქიბარი და შპს პანორამა წილებზე რეგისტრაციის განხორციელებას, სანამ ამ საჩივრის განხილვა არ მოხდება", - აცხადებს ზედელაშვილი.

"გამარჯვებული საქართველოს" წევრი ანა რეხვიაშვილი აცხადებს, რომ ამ ბრძოლას აუცილებლად მოიგებენ და "რუსთავი 2" თავისუფალ მედიას დაუბრუნდება.

"კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ბატონ ქიბარ ხალვაშს მოვუწოდო, რომ გამოცხადდეს სამხარაულში. მას ურჩევნია ყალბი დემაგოგიის ნაცვლად, მივიდეს და დატოვოს შესადარებლად ნიმუშები. ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, აუცილებლად მოვიგებთ ამ ომს და ალბათ, საზოგადოება დღითიდღე რწმუნდება, რომ ქიბარ ხალვაში არის ნომინალური პიროვნება და ჩვენი ერთადერთი ოპონენტი არის ბიძინა ივანიშვილი, ამიტომ აუცილებლად მოვიგებთ ამ ომს და აუცილებლად დაუბრუნდება "რუსთავი 2" თავისუფალ მედიას და საქართველოს", - განაცხადა რეხვიაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო