გიორგი კანდელაკი - მოვითხოვთ მთავრობამ განმარტოს, რატომ აფინანსებს ღარიბი მოქალაქეებისგან აკრეფილი გადასახადებით მდიდრებს

მოვითხოვთ მთავრობამ განმარტოს, რატომ აფინანსებს ღარიბი მოქალაქეებისგან აკრეფილი გადასახადებით მდიდრებს, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა გიორგი კანდელაკმა ჟურნალისტებს განუცხადა.

კანდელაკის თქმით, სტუდია “მონიტორის” ჟურნალისტური გამოძიების შედეგად, ცნობილი გახდა, რომ “სახელმწიფომ პრორუსული, ძალადობრივი ექსტრემისტული დაჯგუფების ლიდერის, ლევან ვასაძის ბიზნესი 600,000 ლარით დააფინანსა”.

“მოგეხსენებათ, რომ ქვეყნის ბიუჯეტი შედგება, მათ შორის ღარიბი მოქალაქეების და წვრილი მეწარმეების მიერ გადახდილი გადასახადებისგან. მოვითხოვთ, მთავრობამ განმარტოს, რატომ აფინანსებს ღარიბი მოქალაქეებისგან აკრეფილი გადასახადებით მდიდრებს - მოგეხსენებათ, რომ ბატონი ვასაძე მულტიმილიონერია, ფლობს უზარმაზარ აქტივებსა და ქონებას.

ამავე დროს, საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი, რომ ბატონი ვასაძე რუსეთის გავლენის დეკლარირებული აგენტია და ცდილობს ოკუპანტი სახელმწიფოსთვის ხელსაყრელი დღის წესრიგის აქტუალიზაციას და ღიად გამოდის საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის წინააღმდეგ. იგი ასევე ღიად გამოდის ძალადობის, მათ შორის პოლიციაზე ძალადობის მოწოდებებით. ასეთ სიტუაციაში, მისი ბიზნესის და შესაბამისად, ანტიდასავლური აქტივობის სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსება კიდევ ერთხელ ადასტურებს ბიძინა ივანიშვილის მთავრობის ღიად პრორუსულ ძალებთან მჭიდრო კონტაქტსა და კოორდინაციას”,- განაცხდა კანდელაკმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს