თამარ ჩუგოშვილი - თუ დანაშაული სახეზეა, მასზე გამოძიება არ მოხდეს, რადგან ვინმეს ეჭვები არ გაუჩნდეს, ეს სამართლებრივი სახელმწიფოს მიდგომა არ არის

თუ დანაშაული არის სახეზე, დანაშაულზე გამოძიება და რეაგირება არ მოხდეს, იმიტომ რომ ვინმეს ეჭვები არ გაუჩნდეს, ეს მიდგომა სამართლებრივი სახელმწიფოს მიდგომა არ არის,- ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტების კითხვას, გააჩენს თუ არა საერთაშორისო პარტნიორებში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ პროკურატურის გადაწყვეტილება კითხვებს ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებასთან მიმართებაში.

ჩუგოშვილის თქმით, ანაკლიის პორტს პოლიტიკური კონტექსტი ოპოზიციამ მისცა.

“ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, თუკი რამე ხელშეწყობა და შეღავათი შეიძლებოდა ყოფილიყო, ეს იქნებოდა პირობების გაუმჯობესება, ვადების გადადება და ა. შ. სახელმწიფოს მხრიდან ყველაფერი იქნა გაკეთებული. ის, რომ არ დადგეს პასუხისმგებლობა თუკი დანაშაულის ნიშნები არსებობს, არ მგონია სწორი მიდგომა. თუ ვინმე ასე აყენებს საკითხს, მაშინ ის გაცდენილია სამართლებრივი სახელმწიფოს სტანდარტებს. რაც შეეხება გამოძიებას, ფულის გათეთრების კატეგორიის გამოსაძიებელი საქმეებია და რამდენიმე თვის განმავლობაში აგროვებდა პროკურატურა როგორც ჩანს მტკიცებულებებს. ეს ჩემი მხრიდანაც ვარაუდია, რადგან არ მაქვს, არც შეიძლება მქონდეს საკმარისი ინფორმაცია, არ ვარ ჩახედული გამოძიების დეტალებში და მტკიცებულებებში”,-აცხადებს ჩუგოშვილი.

მისივე თქმით, ახლა ჯერი სასამართლოზეა, სადაც ყველას შეეძლება შეაფასოს მტკიცებულებები და მხარეების არგუმენტირებულობის საკითხი.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს პროკურატურაში არიან დაბარებულები, მათთვის ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით. როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, გენერალური პროკურატურა ბრალის წარდგენის შემდეგ ხაზარაძისა და ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს