სულხან სალაძე ხაზარაძეზე - თამასა ძალიან მაღლაა აწეული და გამოძიებამ უნდა დაარწმუნოს საზოგადოება, რომ ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო, სამართლიანი იყო

თამასა ძალიან მაღლაა აწეული და გამოძიებამ უნდა დაარწმუნოს საზოგადოება, რომ ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო იყო სამართლიანი, - ასე შეაფასა „ ინტერპრესნიუსთან“ საუბარში საიას-ს თავმჯდომარემ პროკურატურის დღევანდელი განცხადება ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის საქმესთან დაკავშირებით. სულხან სალაძის განცხადებით, მიმდინარე პროცესს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ დიდი ინტერესით დააკვირდებიან.

„ცალსახად ვერ ვიტყვი ეს პოლიტიკური ანგარიშსწორებაა თუ სამართლებრივი პროცესია. ერთი რამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ფონზე, თამასა ძალიან მაღლაა აწეული და გამოძიებამ უნდა დაარწმუნოს საზოგადოება, რომ ის გადაწყვეტილება, რომელიც მან მიიღო- იყო სამართლიანი გადაწყვეტილება, რომ ის ეფუძნება სამართლებრივ ფაქტებს და არ მოიცავდა რაღაც პოლიტიკურ ელემენტებს. ეს იქნება მნიშვნელოვანი გამოწვევა გამოძიებისათვის, მითუმეტეს, რამდენიმე დღის წინ ვნახეთ მამუკა ხაზარაძის განცხადება, რომ ის საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს. ამ ფონზე ცხადია, დიდი მნიშვნელობა ექნება რა მტკიცებულებები ექნება პროკურატურას და რამდენად თანხვედრაში იქნება სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ ქმედებებთან. ნებისმიერი მოქმედება რომელიც შეიძლება ტოვებდეს ეჭვს, რომ გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს არასამართლებრივი წინაპირობა, არამედ შეიძლება საფუძვლად ედოს პოლიტიკური მოტივაცია, ეს მხოლოდ დააზიანებს სახელმწიფოს, აქ არ ვლაპარაკობ ხელისუფლებაზე. ამ მასშტაბის და ამ მოცულობის საქმეებზე, გადაწყვეტილებების მიღების დროს, როგორც წესი, ძალიან დიდი ინტერესია როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ“,- განაცხადა სულხან სალაძემ და იქვე დასძინა, რომ საქმეზე უფრო სიღრმისეულად საუბარი მას შემდეგ იქნება შესაძლებელი რაც მხარეებს ოფიციალური დოკუმენტაცია გადაეცემა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს