მამუკა ხაზარაძე პროკურატურაში მივა

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე გენერალურ პროკურატურაში მივა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მისმა ადვოკატმა განუცხადა, ხაზარაძე მედიასთან კომენტარს პროკურატურის მიერ მისთვის და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით სწორედ უწყებასთან გააკეთებს. პროკურატურაში მისვლას აპირებს ბადრი ჯაფარიძეც.

გენერალურმა პროკურატურამ "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარუდგინა.

როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ბრალი ედებათ ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე.

ხაზარაძე და ჯაფარიძე უწყებაში 17:00 საათზე არიან დაბარებულები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა