მომავალი წლიდან, ენგურის ხიდს მიღმა მცხოვრები აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებლებში შიდა გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხებიან

ენგურის ხიდს მიღმა მცხოვრები აბიტურიენტები მომავალი წლიდან, უმაღლეს სასწავლებლებში, შიდა გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხებიან, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს იქნება უმაღლეს დაწესებულებებში ჩარიცხვის ალტერნატიული მოდელი, რისი საშუალებითაც თავიდან იქნება აცილებული ის დაბრკოლება, რაც საგამოცდო პერიოდში, ე.წ გამშვები პუნქტიდან გადმოსვლისას, ენგურის მიღმა მცხოვრებ აბიტურიენტებს ექმნებათ.

"ჩვენ ვმუშაობთ მეორე ცვლილებაზეც, რომელიც ასევე უმაღლესი განათლების კანონში შევა ერთ პაკეტად და იმას გულისხმობს, რომ მომავალი წლიდან მათი ჩარიცხვა განხორციელდება განსაკუთრებული წესითა და პირობებით, რომელსაც დაადგენს მინისტრი და ეს სწორედ ის თემაა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ, ვიდრე ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა ბოლომდე აღდგენილი არ არის და აბიტურიენტები იმყოფებიან ყოველწლიურად იმ რისკის ქვეშ, რომ ზოგიერთმა ძალამ თუ პირებმა შესაძლოა, მოახდინოს მანიპულაცია მთავრობის თუ ინდივიდუალური პირების საგამოცდო პერიოდში, ამ რისკის მინიმალიზაცია მოვახდინოთ. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ მათ ჩარიცხვას და მათ სწავლებას, სურვილის შემთხვევაში, ავტორიზებულ უნივერსიტეტებში პრობლემა არ შეექმნას. აქ საუბარია უნივერსიტეტებში შიდა გამოცდების საფუძველზე მათ ჩარიცხვაზე, რაც ცხადია, იმ რისკს შეამცირებს, რომ კონკრეტული საგამოცდო სესიისთვის გამშვები პუნქტი ჩაიკეტოს და მათ ვეღარ შეძლონ გადმოსვლა. ეს იქნება ალტერნატიული მოდელი მათი მონაწილეობის უმაღლეს სასწავლებლებში და ამოქმედდება მომავალი წლიდან", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, წელს, ენგურს მიღმა მცხოვრები აბიტურიენტები, უმაღლეს სასწავლებლებში იმ პირობით ჩაირიცხებიან, თუკი პირველი აკადემიური წლის დასასრულს, 60 კრედიტი ექნებათ დაგროვებული.

"კანონმდებლობაში შევა ცვლილება და ყველა ის აბიტურიენტი, რომელიც დარეგისტრირდა წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და გამოხატა სურვილი, რომ მიიღოს უმაღლესი განათლება ავტორიზებულ უმაღლესებში, ისინი ჩაირიცხებიან მათთვის სასურველ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი გამოცდა გაიარეს, ან რა შედეგებს დააფიქსირებენ გამოცდებზე. ისინი ჩაირიცხებიან იმ პირობის საფუძველზე, რომ უნდა დაასრულონ პირველი აკადემიური წელი და დააგროვონ 60 კრედიტი", - განაცხადა აბულაძემ.

როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია, აბიტურიენტები სათანადოდ იყვნენ სასწავლო პროცესში ჩართულები.

"ჩვენ ვაცნობიერებთ იმას, რომ ერთი მხრივ, ჩვენ მაქსიმალურად ხელი უნდა შევუწყოთ იმ აბიტურიენტებს, მაგრამ მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ ისინი სათანადოდ ჩაერთონ სასწავლო პროცესში", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა