მამუკა ხაზარაძე - არავის ეგონოს, რომ გამაჩერებს, რადგან ვარ მართალი!

არავის ეგონოს, რომ გამაჩერებს, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გენერალურ პროკურატურაში შესვლამდე განაცხადა.

მისივე თქმით, გააგრძელებენ მოძრაობას, რომ ქვეყანა გახდეს ძლიერი.

„მე მოვედი და მოვალ რამდენჯერაც დამიბარებენ. ვარ კანონმორჩილი მოქალაქე. არავის ეგონოს, რომ რამე გამაჩერებს, ელემენტარულად, რადგან ვარ მართალი, როგორც 12 წლის წინანდელ, ისე გუშინწინდელ საქმეში და ყველა ამ პერიოდის განმავლობაში და მინდა ყველას ვუთხრა, დაწყნარდით, ნუ ნერვიულობთ და ჩვენ გავაგრძელებთ მოძრაობას, რადგან ეს ქვეყანა არის ჩვენი და ის უნდა გახდეს ძლიერი, ევროპული ორიენტაციის“, - განაცხადა ხაზარაძემ.

იხილეთ ვიდეო

დავით უსუფაშვილი - ახლა ივანიშვილის შუის გაკრეფის კონცეფცია ეხება ყველას, ვინც მის ორბიტაზე არაა, გასაკრეფია, რადგან სახიფათო და პრობლემურია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2019
ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა