მამუკა ხაზარაძე - მრცხვენია, რომ ასეთი პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში ვართ

მრცხვენია, რომ ასეთი პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში ვართ, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გენერალურ პროკურატურასთან განაცხადა.

მისივე შეფასებით, ის, რაც დღეს გაჟღერდა პროკურატურის მხრიდან, არის აბსურდი.

"გამოძიებას ჩვენ ამ ტრანზაქციაზე მივაწოდეთ სრული ინფორმაცია. თქვენ იცით, რომ რამოდენიმე ორგანიზაციამ ჩაატარა ამის გამოკვლევა. ის, რაც დღეს გააჟღერეს, არის აბსოლუტური აბსურდი და ძალიან მრცხვენია, რომ ასეთი პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში ვართ,“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

გენერალურმა პროკურატურამ "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარუდგინა.

როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ბრალი ედებათ ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე.

ამ წუთებში ხაზარაძე და ჯაფარიძე გენერალურ პროკურატურაში იმყოფებიან.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს