ქიბარ ხალვაში - “რუსთავი 2”-ში მივალ, როცა პირობას მომცემენ, რომ კამერებით არ დამახრჩობენ - „კურიერი“ ძალიან მომწონს, არაფერს შევცვლიდი

“რუსთავი 2”-ში მივალ, როცა მიმიწვევენ და პირობას მომცემენ, რომ არ დამახრჩობენ კამერებით. პირობას გაძლევთ, რომ აუცილებლად მივალ, - ეს განცხადება ექსპერტიზის ბიუროდან გამოსვლის შემდეგ “რუსთავი 2”-ის მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა.

მისივე თქმით, არ გეგმავს “კურიერის” და არხის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას და ფინანსური პრობლემების მოგვარებაც გადაწყვეტილი აქვს.

„კურიერი მომწონს ძალიან, ვუყურებ ხშირად. არაფერს არ შევცვლიდი, მშვენიერია. ძალიან ბევრი გეგმა მაქვს. არც ერთ კვალიფიციურ ადამიანს სამსახურიდან არ გავათავისუფლებ, ვინც კომპანიას სარგებელს მოუტანს, იმიტომ, რომ ყველა კვალიფიციური ადამიანის დონე განსაზღვრავს კომპანიის დონეს. რა არის გარანტია რომ არაფერს შევცვლი?! თუ ჩაუღრმავდებით და ვიწროდ არ განიხილავთ, მიხვდებით - იმისთვის, რომ ბიზნესი დიდხანს იყოს და მომგებიანი იყოს, საჭიროა კადრები იყოს პროფესიონალი, ხალხმა უყუროს, არხს ჰქონდეს რეიტინგი და ადამიანმა იყიდოს რეკლამა.

რაც შეეხება მედიამენეჯერს, ჯერ შერჩეული არ მყავს და მოლაპარაკებები არ მაქვს დაწყებული“, - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.

ჟურნალისტების კითხვაზე: აქვს თუ არა არხს ფინანსური პრობლემები, ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს მიმართა:

„თქვენ თუ არ გააკოტრებთ კომპანიას, თქვენი შრომით მე არ გავაკოტრებ. როგორ შეიძლება გააკოტროთ?! - საბოტაჟით, შეიძლება არ იმუშაოთ, კოლექტივზეა დამოკიდებული. ჩვენ ერთად უნდა გავაკეთოთ საერთო საქმე. ნამდვილად მძიმე ფინანსური მდგომარეობაა, თუმცა გამოუსწორებელიაო, არ გვითქვამს“, - განაცხადა ხალვაშმა და იქვე არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, „რუსთავი 2“-ში დღესვე მივიდეს, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ პაატა სალიას მისვლის შემდეგ იგი კომპანიაში მიმდინარე პროცესებში უშუალოდ ჩართულია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა