დეპუტატი გოგა გულორდავა ადასტურებს, რომ უმრავლესობის ერთ-ერთ სხდომაზე ეკა ბესელიასთან მიმართებაში კორუფციაზე დაისვა კითხვები და კითხვები ბესელიასთან სოფო კილაძესაც ჰქონდა

უმრავლესობის დეპუტატი გოგა გულორდავა ადასტურებს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ უმრავლესობის ერთ-ერთ სხდომაზე ეკა ბესელიასთან მიმართებაში კორუფციულ საკითხებზე კითხვები დაისვა. ამის შესახებ გულორდავამ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. გულორდავა ასევე ამბობს, რომ ერთ-ერთი დეპუტატი, რომელსაც კითხვები ჰქონდა ბესელიასთან, ადამიანის უფლებაა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე იყო.

“უმრავლესობის სხდომას ვესწრებოდი და მგონია, რომ ამაზე ეკა ბესელიამ თავად უნდა გასცეს პასუხი. ნამდვილად იყო კითხვები კორუფციასთან დაკავშირებით მასთან მიმართებაში. სხდომას უამრავი ადამიანი ესწრებოდა და შეიძლება ეს სხვებმაც დაადასტურონ. ვანო ზარდიაშვილთან მიმართებაში არანაირ კირუფციულ სქემებთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა. ამიტომ ლოგიკური იქნება, თავად ბესელიამ გასცეს საზოგადოებას პასუხი. კონკრეტულად ერთ დეპუტატზე არ ყოფილა საუბარი, იყო სხვადასხვა თემაზე საუბარი, რომელზეც სხვადასხვა ადამიანები სხვადასხვა ფორმით ჩაერთნენ. სოფო კილაძეც ესწრებოდა ამ სხდომას, ამასთან დაკავშირებით ერთ-ერთი სოფო კილაძეც იყო”,-აღნიშნა გოგა გულორდავამ.

გოგა გულორდავა არ საუბრობს იმაზე, თუ რა პოზიცია ჰქონდა პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს აღნიშნულთან დაკავშირებით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა