ეკა გიგაური - ხაზარაძემ განაცხადა თავის სავარაუდო პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით და ამის შემდეგ ვხედავთ, რომ გააქტიურდა პროკურატურა

ხაზარაძემ განაცხადა თავის სავარაუდო პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით და ამის შემდეგ უკვე ვხედავთ , რომ გააქტიურდა პროკურატურა და ბრალი წაუყენა. აქ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი,-ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

გიგურის თქმით, საკითხში ფიგურირებს პოლიტიკაც, რამდენადაც 10 წლის წინანდელ საქმეზეა საუბარი, რომელზეც გამოძიება საქმე ივანიშვილის მიერ ხაზარაძის საჯარო გაკრიტიკების შემდეგ დაიწყო.

რომ ვთქვათ, რომ ამაში პოლიტიკა საერთოდ არ ფიგურირებს, ეს არარასწორი იქნება. იმიტომ, რომ ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ ეს არის 10 წლის წინანდელი საქმე და ამ საქმის აღძვრა მოხდა მხოლოდ მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ გააკრიტიკა მამუკა ხაზარაძე. ეს ორი საკითხი ერთმანეთს რომ არ მივაბათ, ეს იქნება არასწორი. აქ მე მგონი უნდა ვისაუბროთ იმაზეც, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ხაზარაძემ განაცხადა თავის სავარაუდო პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებითაც. ამის შემდეგ ვხედავთ უკვე, რომ გააქტიურდა პროკურატურა ,“-აცხადებს გიგაური.

მისივე თქმით, კითხვის ნიშნები არის იმის გათვალისწინებითაც, რომ პროკურატურის ხელმძღვანელი ივანიშვილის პირადი ადვოკატია, ხოლო სასამართლოს კლანი მართავს.

„დღეს რაც ჩანს გარედან, ამას აქვს პოლიტიკური მოტივაცია იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში 10 წლის წინადმელ საქმეს ასეთი დაჩქარებული რეჟიმით არ განავითარებდნენ. სხვა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმე არსებობს ჩვენს ქვეყნაში, მათ შორის, ის საქმეები, რომელიც პირდაპირ ადამიანის უფლებების ნაწილში არის დარღვეული და ადამიანებისთვის ქონების წართმევასთან არის დაკაშირებული და არ არის გამოძიებული ,“-აცხადებს ეკა გიგაური.

გიგაური ანაკლიის პორტზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ხელისუფლების მხრიდან პროექტისთვის ხელის შესაშლელად კონკრეტული ნაბიჯები იდგმებოდა.

„ ამ პერიოდის განმავლობაში ვხედავდით, რომ ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები იდგმებოდა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი არ განხორციელებულიყო და თუ მათ უკან დაიხიეს, იმიტომ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კონკრეტული მითითებები იყო. დღეს ვხედავთ, რომ ფაქტობრივად ხდება ამ მითითებების იგნორირება და ის, რომ პრობლემები ექმნება ანაკლიის პორტს. ეს არის საგანგაშო და მოვუწოდებ ხელისუფლებას, კითხვის ნიშნები არ დატოვოს ამ საქმესთან დაკავშირებით, უკვე ძალან ბევრი ეჭვი არსებობს. ვფიქრობ ძალიან გაუჭირდებათ ამ ეჭვის გაქარწყლება ,“-აღნიშნა ეკა გიგაურმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა