ანრი ოხანაშვილი მამუკა ხაზარაძის საქმეზე - ნებისმიერი ადამიანისთვის, რაც არ უნდა თქვას, რომ დიადი მიზნები აქვს, ეს ინდულგენცია ვერ იქნება

ნებისმიერი ადამიანისთვოს, რაც არ უნდა თქვას, რომ მას აქვს მნიშვნელოვანი, დიადი მიზნები, ეს ვერ იქნება ინდულგენცია იმისთვის, რომ სახელმწიფომ ვერ მოსთხოვოს პასუხი კონკრეტულ პირს,-ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს მამუკა ხაზარაძისთვის და ბადრი ჯაფარიძისთვის პროკურატურის მიერ ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული საქმე მისთვის ერთი სამართლებრივი საკითხია, რომლის იქითაც პოლიტიკური საკთხების დანახვა არის მცდელობა, თემის სამართლებრივიდან პოლიტიკურ ჭრილში გადატანისა.

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, იგივე ფულის გათეთრება არის მძიმე კატეგორიის დანაშაული. როდესაც სახელმწიფო, ამ შემთხვევაში გენერალური პროკურატურა ედავება კონკრეტულ პირებს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას, ჩადენილს ჯგუფურად და განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ეს არის მძიმე კატეგორიის საქმე. ზოგადად აღნიშნული ტიპის საქმეებს, საზღვარგარეთის პრაქტიკაც ამას მოწმობს, რომ სჭირდება ძალიან ბევრი საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება და დეტალური შესწავლა, ეს არის წმინდა სამართლებრივი საკითხი. კანონის წინაშე არის ყველა თანასწორი და ყველა ვალდებულია, თუკი უფიქსირდება შესაძლო დანაშაულის ჩადენა ან სამართლებრივი დარღვევა, ყველამ პასუხი აგოს კანონის წინაშე და აიღოს საკუთარი პასუხისმგებლობა.

რაც შეეხება გენპროკურატურას, როგორც კი მათ სათანადო მტკიცებულებითი სტანდარტი შეკრიბეს იმისთვის, რომ დასმულიყო საკითხი ამ პირებისთვის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით, ამის შემდეგ გადაწყდა ეს საკითხი. ვინაიდან, ასეთი ინფორმაციების ერთობლიობის გარეშე ვერ მოხდებოდა ბრალის წარდგენა“,-აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

ოხანაშვილის განცხადებით, სახელმწიფოს პირდაპირი მოვალეობაა, რომ თუკი ხედავს დანაშაულის ნიშნებს, მოახდინოს სამართლებრივი რეაგირება. მისივე თქმით, მთავარია, აღნიშნული შესაბამის სტანდარტს ეფუძნებოდეს, რომელიც საკმარისია იმისთვის, რომ პირს დანაშაული წარუდგინონ.

„რატომ საუბრობენ და რატომ გადადის ისრები იქითკენ, რომ თითქოს პოლიტიკურ საკითხს შეიძლება უკავშირდებოდეს მაშინ, როდესაც პროკურატურა საუბრობს რომ არსებობს კონკრეტული ინფორმაცია, კონკრეტული სტანდარტი, რომლის საფუძველზეც მათ მიაჩნიათ, რომ კონკრეტულ პირს და პირებს ბრალი უნდა წარუდგინონ“,-აცხადებს ოხანაშვილი.

ჟურნალისტების კითხვას, ელოდება თუ არა რომ მამუკა ხაძარაძეს დააკავებენ, ოხანაშვილი პასუხობს, რომ პროკურატურას იურიდიულად შეუძლია ნებისმიერი აღმკვეთი ღონისძიების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს და შემდეგ უკვე სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას.

„მე ვერ გეტყვით, იურიდიულად შესაძლებელია პროკურატურამ სასამართლოში, ,როგორც აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის, ასევე ნებისმიერი სხვა აღკვეთი ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებთ იშუამდგომლოს. ერთია პროკურატურის შუამდგომლობა და მეორე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება“,-აცხადებს ოხანაშვილი.

ამასთან ოხანაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული საქმე არანაირად არ უკავშირდება ანაკლიის პორტს, რადგან არაერთხელ გაცხადდა, რომ ეს არის ქვეყნისთვის მნიშნველოვანი სტრატეგიული პროექტი, რომელიც უნდა განხორციელდეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა