მოსამართლეობის კანდიდატის ილონა თოდუას განცხადებით, მან ვერ მოისმინა ანა დოლიძისგან დასაბუთება, თუ რატომ მიმართა თვითაცილებას

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, ილონა თოდუას განცხადებით, მას აქვს საკმარისი გამოცდილება და კომპეტენცია იმისათვის,რომ მოხვდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის იმ სიაში, რომელიც იუსტიციის საბჭომ პარლამენტს უნდა წარუდგინოს განსახილველად.

ამასთან, მისი თქმით,იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრების პროცესი საქმიან რეჟიმში წარიმართა. "

ძალიან ბევრი რელევანტური კითხვა იყო, რომელიც შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს კონკრეტული კანდიდატის შერჩევისთვის.ვთვლი, რომ ასევე იყო ბევრი ისეთი შეკითხვა, რომელიც არ იყო მნიშვნელოვანი. რაც შეეხება საბჭოს ერთ ერთი წევრის (ანა დოლიძის) მიერ ჩემთან გასაუბრებაზე თვითაცილებას, ამაზე მე ვერ გიპასუხებთ, რადგან ამაზე დასაბუთება ვერ მოვისმინე. თვითონ დააყენა თვითაცილების საკითხი",- განაცხადა ილონა თოდუამ.

იუსტიციის საბჭოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან, ილონა თოდუასთან გასაუბრების პროცესი მიმდინარეობს. ის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა