გურამიშვილზე 2 ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ადგილობრივების ინფორმაციით, გურამიშვილის #78 კორპუსში მოკლული ორი ახალგაზრდის ცხედრები ერთ-ერთის მამამ ნახა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ადგილობრივებმა განუცხადეს, მოკლულები არიან, დაახლოებით, 20-21 წლის ახალგაზრდები.

"მამას უნახავს. ამბობენ შუბლში აქვთ ტყვია მოხვედრილი. ისეთი კარგი ახალგაზრდები იყვნენ, ცუდს ვერავინ იტყოდაო. 7-8 საათისთვის მოხდა მკვლელობა", - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მკვლელობა საცხოვრებელ კორპუსში მე-6 სართულზე დღეს საღამოს მოხდა. როგორც შს სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო: გურამიშვილზე მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები - 20-21 ახალგაზრდების ცხედრები ერთ-ერთის მამამ იპოვა

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია