არჩილ თალაკვაძე ვატიკანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის ​თავმჯდომარემ ვატიკანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მონსინიორ ჟოზე აველინო ბეტანკური მიიღო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე არჩილ თალაკვაძემ და წმინდა საყდრის ნუნციომ საქართველოსა და ვატიკანს შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს.

„ხაზი გაესვა ისტორიულ მეგობრობას, რომელიც ჩვენს ქვეყანასა და ვატიკანს აკავშირებთ. მონსინიორ ჟოზე ბეტანკურის განცხადებით, წმინდა საყდარი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

საუბარი შეეხო საქართველოს კათოლიკე მოსახლეობის განსაკუთრებულ წვლილს ქვეყნის განვითარებასა და სხვადასხვა მიმართულებით პროგრესში.

მხარეებმა მაღალი დონის გაცვლითი ვიზიტების საჭიროების შესახებ იმსჯელეს და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს“, - აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა