მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე „თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელების თანამდებობებს ტოვებენ

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე „თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელების თანამდებობებს ტოვებენ მანამდე, სანამ გამოძიება არ დასრულდება. ამის შესახებ მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

„როგორც იცით დღეს პროკურატურის ბრიფინგმა საბჭოთა ტრადიციების შესაბამისად უკვე მესამედ, ბოლო 6 თვის განმავლობაში მძიმე შედეგი მიაყენა თიბისი ბანკის აქციების ფასს, როგორც იანვარ -თებერალში, დღესაც მისი ფასი დაახლოებით 12 % გაუფასურდა დღის განმავლობაში. შედეგად ბანკის აქციონერებმა დღეს 130 მილიონი დოლარით იზარალეს. წინა ორ ბრიფინგსაც იგივე შედეგები ჰქონდა.

ეს არის მიზანმიმართული ქმედება საერთაშორისო ინვესტორების და ჩვენი ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის წინააღმდეგ.

აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ 24 ივნისს ლონდონში ჩვენმა აქციონერებმა მე და ბადრი 98% ხმათა რაოდენობით თავიდან აგვირჩიეს ბანკის თავჯდომარედ და მის მოადგილედ, რისთვისაც მადლობას ვუხდით თითოეულ მათგანს ასეთი ნდობისათვის. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ არ დასრულდა უსამართლო თავდასხმები ჩვენზე და ამის გამო ზარალდებიან ბანკი, მისი აქციონერები და თანამშრომლები. ამიტომ ვტოვებთ ბანკში დაკავებულ თანამდებობებს მანამდე, სანამ არ დასრულდება ეს აბსურდული პროცესი . ჩვენ გვჯერა, რომ ინსტიტუტი რომელსაც 27 წელიწადი ვაშენებდით და რომელიც წარმატების სიმბოლო გახდა ჩვენი ქვეყნისათვის დაუბრკოლებლად გააგრძელებს თავისი სტრატეგიული მიზნების განახორციელებას. სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს !!!“, - წერს ხაზარაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო