ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის 26 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის 26 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათ ცნობით, ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის 26 კმ-იანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტი 2 მონაკვეთად იყო დაყოფილი. აღნიშნული გზა ორ რეგიონს, მცხეთა-მთიანეთსა და ქვემო ქართლს უმოკლესი გზით აკავშირებს ერთმანეთთან.

„რეაბილიტირებული გზა სოფელ ნიჩბისში იწყება, გადაკვეთს მდინარე ნიჩბისისწყალს, გაივლის მუხრან ბატონის კოშკს, მთავარანგელოზისა და ღვთისმშობლის ეკლესიებს, დიდგორის დიდების მემორიალს და ეკლესიის გავლით მიდის უღელტეხილისაკენ, საბოლოოდ კი უერთდება კოჯორი-თეთრიწყაროს საავტომობილო გზას.

სოფელ ნიჩბისის ტერიტორიაზე გამავალი გზის მხოლოდ 545 მეტრიანი მონაკვეთი იყო მოასფალტებული, დანარჩენ მონაკვეთებზე კი საფარი გრუნტის იყო და გადაადგილება უამინდობის დროს განსაკუთრებით რთულდებოდა.

არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, პროექტის შესაბამისად, განხორციელდა გზის სრული რეაბილიტაცია: 26 კმ-იან მონაკვეთზე მოეწყო ასფალტ-ბეტონის საფარი, ხელოვნური ნაგებობები, გზის საყრდენი კედლები და საგზაო ნიშნები. პროექტი, უზრუყნველყოფს ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზით მოსარგებლეთა უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას“, - აღნიშნულია სავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

ცნობისთვის, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ჯამური ღირებულება 20 571 700 ლარი იყო.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს