დონალდ ტრამპმა ვეტო დაადო რეზოლუციებს, რომელიც არაბთა გაერთიანებული საამიროებისთვის 8,1 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის მიყიდვას ბლოკავს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვეტო დაადო რეზოლუციებს, რომელიც საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროებისთვის 8,1 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის მიყიდვას ბლოკავს.

თეთრი სახლის ლიდერის თქმით, აღნიშნული რეზოლუციები ამერიკის კონკურენტუნარიანობას გლობალურ დონეზე შეამცირებს და დააზარალებს კავშირებს მოკავშირეებთან.

დონალდ ტრამპის ვეტო კონგრესის ორივე პალატაში რეზოლუციების დამტკიცებას მოჰყვა. როგორც კონგრესის წევრები აცხადებენ, არსებობს საშიშროება, რომ იარაღი გამოიყენონ იემენის კონფლიქტში მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. მათ ასევე დაგმეს საუდის არაბეთის როლი იემენში მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტში და გასულ წელს ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობა.

სენატი რამდენიმე დღეში გადაწყვეტს, დაძლიოს თუ არა ტრამპის ვეტო. თუმცა, ანალიტიკოსების თქმით, თითქმის უდავოა, რომ სენატში ვეტოს დაძლევას ვერ შეძლებენ, ვინაიდან ამისთვის საჭიროა ორი მესამედის მხარდაჭერა.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა