26 ივლისს ჭავჭავაძის გამზირზე წყალსადენის ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ჭავჭავაძის გამზირზე წყალმომარაგების სისტემის მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს. პროექტის პირველ და მეორე ეტაპზე, ჭავჭავაძის გამზირის დასაწყისიდან პიქსელის შენობამდე, 2.3 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალსადენის და წყალარინების ქსელები შეიცვალა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, წყალმომარაგების ახალ სისტემაზე საკვანძო ჭები, ჰიდრანტები და ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები მონტაჟდება. აღნიშნულ ორ მონაკვეთზე წყალმომარაგების სისტემის განახლებას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აგვისტოს პირველ კვირაში დაასრულებს.

„კომპანია ხვალ, 26 ივლისს ჭავჭავაძის გამზირზე მაგისტრალურ ქსელზე მეორე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს. სამუშაოების ჩასატარებლად აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 26 ივლისს, დილის 10:00 საათიდან 27 ივლისს, დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკე-საბურთალოს რაიონში:

ჭავჭავაძის გამზირის, აბაშიძის, კეკელიძის, მცხეთის, ერისთავის, დოლიძის, ჩიქოვანის, ალექსიძის და მიმდებარე ქუჩების ნაწილს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, "ფეისბუქისა" და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge“, - აცხადებენ კომპანიაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო