სპეცპროკურორ მიულერის განცხადებით, ტრამპს, შესაძლოა, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ბრალდება წაუყენონ, როგორც კი ის თანამდებობას დატოვებს

აშშ-ს კონგრესში გამართულ მოსმენებზე სპეცპროკურორმა რობერტ მიულერმა განაცხადა, რომ მას პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ გაუმართლებია. მისი თქმით, პრეზიდენტს შეიძლება მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ბრალდება წაუყენონ, როგორც კი ის თავის თანამდებობას დატოვებს.

სპეცპროკურორ მიულერის ჯგუფი რუსეთის ჩარევის მცდელობებს ამერიკის არჩევნებში და ტრამპის გუნდის კავშირს რუსებთან ორი წლის განმავლობაში იძიებდა. მიულერმა მაისში გამოძიება დაამთავრა, იუსტიციის სამინისტროს 448 გვერდიანი ანგარიში გადასცა და განაცხადა, რომ ამ საკითხზე კომენტარს მეტი აღარ გააკეთებდა. თუმცა დემოკრატებმა მოსმენების დანიშვნას კონგრესში მაინც მიაღწიეს. რობერტ მიულერი 7 საათის განმავლობაში ჯერ იურიდიული კომიტეტის, შემდეგ კი დაზვერვის კომიტეტის კითხვებს პასუხობდა.

დაზვერვის კომიტეტში მოსმენებზე რობერტ მიულერმა გაიმეორა ის დასკვნა, რაც მოხსენებაშიც არის ასახული. მან დაადასტურა, რომ რუსეთი 2016 წლის აშშ-ის არჩევნებში ერეოდა. მისი განცხადებით, „ეს რუსეთის ერთადერთი მცდელობა არ არის. ისინი აგრძელებენ ამას, ვიდრე ჩვენ აქ ვსხედვართ“.

სპეცპროკურორმა პირდაპირ განაცხადა, რომ რუსეთი ტრამპს ეხმარებოდა. რობერტ მიულერი არ ეთანხმება ტრამპის შეფასებას, რომ მოხსენებაში პრეზიდენტი გამართლებულია. მან თქვა, რომ პრეზიდენტი არ გაუმართლებია. მიულერს პრეზიდენტისთვის ბრალი მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის თაობაზე მხოლოდ იმიტომ არ წაუყენებია, რომ მას ამის უფლებამოსილება არ ჰქონდა. ტრამპის წინასაარჩევნო გუნდის წევრები პრეზიდენტის დავალებით ყალბ ჩვენებებს იძლეოდნენ, რაც გამოძიებას ხელს უშლიდა.

ამ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა