შემოქმედებითი ევროპის კულტურის ქვეპროგრამის 3 გამარჯვებული პროექტის პრეზენტაცია გაიმართება

დღეს, 25 ივლისს შემოქმედებითი ევროპის კულტურის ქვეპროგრამის 2019 წლის 3 გამარჯვებული პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებას გახსნის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, სიტყვით გამოვა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი ნინო სამველიძე.

შემოქმედებითი ევროპის კულტურის ქვეპროგრამის 2019 წლის გამარჯვებული პროექტებია: ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის პროექტი “Crafting Europe”, ფესტივალ “One Caucasus”-ის პროექტი „One Europe One Caucasus“ და მუსიკისა და დრამის თეატრის პროექტი “Inclusive Network for Refugee Artists“.

შემოქმედებითი ევროპის „თანამშრომლობის პროექტები“ არის კულტურის ქვეპროგრამის ყველაზე აქტიური დაფინანსების სქემა, რომლის ფარგლებშიც ფინანსური მხარდაჭერა ეძლევა ნებისმიერი დარგის კულტურულ და შემოქმედებით ტრანსნაციონალური თანამშრომლობის შედეგად განსახორციელებელ პროექტებს. აღნიშნული პროგრამა ხელოვანებს საშუალებას აძლევს, განახორციელონ საკუთარი პროექტები ევროპის მასშტაბით და მის საზღვრებს გარეთ.

გამარჯვებული პროექტების პრეზენტაციის შემდეგ დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრა თანამშრომლობის პროექტების კონკურსის შესახებ, რომლის ფარგლებშიც დეტალურად განიხილება კონკურსის პრიორიტეტები და მონაწილეობის პირობები. გარდა ამისა, ღონისძიების ფარგლებში, ასევე გაიმართება შემოქმედებითი ევროპის ახალი ვებ-გვერდის პრეზენტაცია“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს