გურამიშვილის გამზირზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით არაოფიციალური  ვერსია ვრცელდება

გურამიშვილის გამზირზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით არაოფიციალური ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, გამოძიება მკვლელობისა და თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს. კერძოდ კი, არაოფიციალური ინფორმაცით, გარდაცვლილი ახალგაზრდებიდან ერთ-ერთს იარაღი შემთხვევით გაუვარდა, რასაც მეორე ახალგაზრდის სიკვდილი მოყვა, ამის შემდეგ კი თავი მოიკლა. ერთ-ერთ ახალგაზრდას ტყვია შუბლში აქვს მოხვედრილი. ამასთან, სამართალდამცავებმა მკვლელობის იარაღი ადგილზე იპოვეს.

გურამიშვილის გამზირზე #78 კორპუსში მეზობლებს გუშინ ჩხუბის ან გასროლის ხმა არ გაუგიათ. ადგილობრივები ამბობენ, რომ გარდაცვლილებს არ იცნობდნენ. მეზობლები ასევე ამბობენ, რომ იმავე სახლში, სადაც მკვლელობა მოხდა, ერთ-ერთი მოკლულის ძმაც ცხოვრობდა.

შემთხვევის ადგილი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ სამართალდამცველებმა დატოვეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ადგილობრივების ინფორმაციით, გურამიშვილის #78 კორპუსში მოკლული ორი ახალგაზრდის ცხედრები ერთ-ერთის მამამ ნახა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა