თამარ ჩუგოშვილი ოქრუაშვილზე - ამ ადამიანს რომ საერთოდ უნდა ვუსმინოთ და მის მიერ ჩადენილი „კრიმინალები“ ვარჩიოთ, არის უმძიმესი საზოგადოებისთვის

ოქრუაშვილის განცხადებებს საერთოდ რომ ვისმენთ, ეს მგონია უმძიმესი რამ მედიისთვისაც და ქართული საზოგადოებისთვისაც, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე -სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას განუცხადა.

ჩუგოშვილის თქმით, ის, რომ ოქრუაშვილის საუბარს უნდა ვუსმინოთ, უმძიმესია საზოგადოებისთვის.

"საერთოდ ამ ადამიანს რომ უნდა ვუსმინოთ, მის მიერ ჩადენილი „კრიმინალები“, რომელსაც პირდაპირ ეთერში ჰყვება და რაღაც სასწაულები, რასაც ლაპარაკობს, უნდა ვიდგეთ და ეს ვარჩიოთ და ვუპასუხოთ, ეს არის საერთოდ საოცრება. თუ შეიძლება ოქრუაშვილზე კომენტარს ნუ გამაკეთებინებთ," - აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს