მამუკა კაციტაძე - მამუკა ხაზარაძისგან იმის გაჟღერება, რომ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს, ანკესი იყო, რომელსაც ღლავები და პატარა ჭიჭყინები წამოეგნენ

ეს ყველაფერი არის ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკური პროცესი თავისი ანაკლიით, თავისი წარმატებული ფინანსური ინსტიტუტით, თავისი საფრთხეებით, რომ რაღაც სერიოზული რყევები არ მოხდეს - ამის შესახებ „ახალი მემარჯვენეების“ წევრმა, მამუკა კაციტაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის ოფიციალურად გაცნობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მამუკა ხაზარაძის მხრიდან იმის გაჟღერება, რომ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს, „ანკესი იყო, რომელსაც ღლავები და პატარა ჭიჭყინები წამოეგნენ“.

„როცა გაჟღერდა, რომ ვქმნი სამოქალაქო მოძრაობას სექტემბერში, ეს იყო ანკესი, რომელსაც ღლავები და პატარა ჭიჭყინები წამოეგნენ. 9 ივლისს, როცა ეს განცხადება გავრცელდა, სამოქალაქო ორგანიზაციის შექმნის შესახებ, ხაზარაძე არ იყო საქართველოში. ხაზარაძე აქ დაბრუნდა გუშინწინ და გუშინ მოხდა ის, რაც მოხდა. შეიძლება იმ შიშით მოხდა, რომ ვაიდა აღარ დაბრუნდეს, ან რაღაც გაიწელოს და ა.შ, ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ყველაფერი არის ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკური პროცესი თავის ანაკლიით, თავის წარმატებული ფინანსური ინსტიტუტით, თავის საფრთხეებით, რომ რაღაც სერიოზული რყევები არ მოხდეს ამ ნიადაგზე და 2020 წლის არჩევნებში, სადაც უკვე იძულებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ პროპორციული წესით არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, კიდევ საფრთხე არ შექმნას, ეს ყველაფერი ერთად თავმოყრილია და მიმდინარეობს ის, რაც მიმდინარეობს“, - განაცხადა კაციტაძემ.

თამარ ჩუგოშვილი - მე მგონი, ადამიანი არ დადის, ვისაც სჯერა, რომ უცებ მოხდა ამბოხი უმრავლესობაში - თვალში ნაცარი არავის უნდა შევაყაროთ
ქართული პრესის მიმოხილვა 14.12.2019
ვახტანგ ძაბირაძე  -  თუ სახელმწიფოს მართვის სისტემის შეცვლა გინდა, იმ გზას კი არ უნდა გადიოდე, რომელიც შენმა წინამორბედმა გაიარა
კომპანია „ფრეგოს“ მთავარი ინვესტორი განცხადებას ავრცელებს
„კავკასუს როუდ პროჯექტმა“ ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია BDO-სთან პარტნიორობით განახორციელა
"Sarajishvili 2020" - უნიკალური გემოსა და დიზაინის მქონე სასმელი ამაღლებული საახალწლო განწყობისთვის
საფეხბურთო კლუბი „სამტრედია“ უმაღლეს ლიგაში გადავიდა
Archdaily „ლისი დეველოპმენტის“ პროექტების შესახებ სტატიას აქვეყნებს
ჩინური კომპანია POWERCHINA/SINOHYDRO 202-ე უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლას ეწვია