ივნისში კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 1.8 მლრდ ლარით, 43.1 მლრდ ლარამდე გაიზარდა

ივნისში კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 1.8 მლრდ ლარით, 43.1 მლრდ ლარამდე გაიზარდა. კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

სებ-ის ინფორმაციით, 2019 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. ივნისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.8 მლრდ ლარით, ანუ 4.5 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.1 პროცენტით) და 2019 წლის პირველი ივლისისათვის 43.1 მლრდ ლარი შეადგინა.

ამასთან, საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 5.2 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.1 პროცენტია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა