თურქეთში ბელორუსი დიპლომატი დაჭრეს

ანკარაში ბელორუსი დიპლომატი დაჭრეს, - განაცხადა ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ანატოლი გლაზმა. დიპლომატს ოპერაცია ჩაუტარდა, ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

დიპლომატის მეზობლების ინფორმაციით, მათ დაინახეს, რომ სროლის შემდეგ დაჭრილი ბავშვებთან ერთად დაცვისკენ გარბოდა. ერთ-ერთი ვერსიით, თავდამსხმელი მისი მეზობელია და ისინი ლიფტით ერთად ჩავიდნენ და შესაძლოა, დიპლომატსა და თავდამსხმელს შორის კონფლიქტი მოხდა.

მოგვიანებით, თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეჭვმიტანილი გადამდგარი სამხედროა, რომელმაც ინციდენტის შემდეგ თავი მოიკლა. ადგილობრივი გაზეთი „Sozcu“-ც საყოფაცხოვრებო დავის ვერსიაზე საუბრობს.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს ინფორმაციით, ამ საქმის გამოძიება გრძელდება და მასში არანაირი პოლიტიკური მოტივი არ ჩანს.

ამ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო